საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ტრენინგზე დასასწრებად!
ტრენინგის თემაა - კანონთან კონფლიქტში მყოფ, დაზარალებულ და მოწმე ბავშვთა დაკითხვა/გამოკითხვა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, რომლებიც ლიცენზირებული არიან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში.
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
**განაცხადი
** სამოტივაციო წერილი.
გთხოვთ, სამოტივაციო წერილში ყურადღება გაამახვილოთ, თუ რატომ არის თქვენთვის საინტერესო ტრენინგის თემა.
შერჩევა წარმოებს ერთ ან/და ორ ეტაპად:
1. განაცხადების გადარჩევა სამოტივაციო წერილზე დაყრდნობით;
2. გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში).
შერჩეული ადვოკატები გაივლიან ოთხ დღიან სიღრმისეულ და ინტენსიურ ტრენინგს - კანონთან კონფლიქტში მყოფ, დაზარალებულ და მოწმე ბავშვთა დაკითხვა/გამოკითხვაზე.
კონკურსის წესით შეირჩევა და ტრენინგზე დასწრებას შეძლებს მხოლოდ 20 ადვოკატი.
დასწრება სავალდებულოა ოთხივე დღეს!
სერტიფიკატი გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგს დაესწრებიან სრულად.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25.11.2018-ის, 18:00 სთ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ განაცხადი ელ-მისამართზე: a.goderdzishvili@gba.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინტენსიური კურსი“ - წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!